ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი საფეხურით დაქვეითდა და მსოფლიოს 32-ე ჩოგანი გახდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი საფეხურით დაქვეითდა და მსოფლიოს 32-ე ჩოგანი გახდა

აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კლასიფიკაციაში ვარდნა განაგრძო ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამჯერად, ის ორი საფეხურით დაქვეითდა, TOP30 დატოვა და მსოფლიოს 32-ე ჩოგანი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ სამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სამივეში პირველი წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, თან ისე, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, იქ ერთი ცვლილება მოხდა – მეათე და მე-11 ადგილები გაცვალეს ბელგიელმა დავიდ გოფენმა და ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა:

1(1). ჯოკოვიჩი (სერ) – 10 860

2(2). ნადალი (ესპ) – 9 850

3(3). ტიმი (ავსტრია) – 9 125

4(4). ფედერერი (შვეიც) – 6 630

5(5). მედვედევი (რუს) – 5 890

6(6). ციციპასი (საბ) – 5 175

7(7). ა. ზვერევი (გერ) – 4 650

8(8). ბერეტინი (იტა) – 2 940

9(9). მონფილსი (საფ) – 2 860

10(11). ბაუტისტა აგუტი (ესპ) – 2 620