ნიკოლოზ ბასილაშვილი სამტერის ჩელენჯერს გამოეთიშა #1TVSPORT

11:20, 16.08.2025

ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში, სამტერის ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში ყაზახეთის სახელით გამომსვლელ ალექსანდერ შევჩენკოსთან 3:6, 7:6, 1:4 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მესამე სეტში მატჩის გაგრძელება ტრავმის გამო ვეღარ მოახერხა და შეხვედრიდან მოიხსნა.

სამტერის ჩელენჯერზე 33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალამდე ამერიკელები, ეუბანკსი და კასონე დაამარცხა. ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 112-ე ადგილზეა.

მსგავსი