ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს ანდრეას სეპისთან მატჩით დაიწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს ანდრეას სეპისთან მატჩით დაიწყებს

მომავალ კვირას, მამაკაცთა პროფესიულ ტურში სამი ტურნირი გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთს ჰოლანდიის ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. ეს არის ATP500-ის სერიის ტურნირი და მასში მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს.

უკვე გაიმართა ძირითადი ბადის კენჭისყრა და გაირკვა ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე. ეს არის იტალიელი ანდრეას სეპი. მასთან ბასილაშვილს პროფესიულ ტურში ორჯერ უთამაშია – 2017 წელს, ლიონში ნიკამ ორ სეტში მოიგო, მომდევნო წელს, ბუქარესტში იტალიელმა რევანში აიღო. ორივე მატჩი გრუნტის საფარზე გამართა. როტერდამის კორტის საფარი – ჰარდია.

პირველ წრეში მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე რაუნდში ბელგიელ დავიდ გოფენსა და ფრანგ გაელ მონფილსს შორის მოგებულს შეხვდება.

როტერდამში განთესილები არიან – კეი ნიშიკორი (1), კარენ ხაჩანოვი (2), სტეფანოს ციციპასი (3), მილოშ რაონიჩი (4), დანიილ მედვედევი (5), ლუკ პუიე (6), რობერტო ბაუტისტა აგუტი (7), დავიდ გოფენი (8). ასევე ტურნირზე გამოდიან მონფილსი, სტენ ვავრინკა, ჟო-ვილფრიდ ცონგა, ტომაშ ბერდიზი.

როტერდამის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია, რომელმაც ტიტულის დაცვაზე უარი თქვა.