ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო როლან გაროსის მეორე რაუნდის გავლა. მან პრაქტიკულად უშანსოდ წააგო ესპანელ ამომავალ ვარსკვლავთან, 18 წლის კარლოს ალკარასთან – 4;6, 2;6, 4;6..

პირველ სეტში ესპანელმა მხოლოდ ექვსი ქულა წააგო თავის მოწოდებაზე და ბრეიკ-პოინტამდე არ მოუშვა მეტოქე, თავად ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მეორე სეტი ბასილაშვილისთვის ცუდად დაიწყო – ალკარასი ორმაგი ბრეიკით გავიდა წინ. იქვე ქართველმა შეძლო ერთი უკუბრეიკის შესრულება, თუმცა კვლავ დათმო საკუთარი მოწოდება და აღარ უბრძოლია.

ბასილაშვილმა ყველაზე მეტად მესამე სეტში მოინდომა, როცა ისევ ჩამორჩა ბრეიკით, მაგრამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. ქართველს ტაი-ბრეიკამდე მიღწევის შანსი გაუჩნდა, თუმცა, მეცხრე გეიმში ბასილაშვილმა ისევ წააგო თავისი მოწოდება და შემდეგ ალკარასმა მატჩზე ჩააწოდა.

ბასილაშვილს მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა: 0 ეისი, 4 ორმაგი შეცდომა, პირველი მოწოდების სიზუსტე – 56%, პირველი მოწოდებით მოგებული ქულები – 60%, მეორეთი – 54%, მხოლოდ 16 „ვინერსი“ და 33 უნებლიე შეცდომა, ექვსიდან ორი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი.

დატოვე კომენტარი