ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მონაწილეთა სიაშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მონაწილეთა სიაშია

„დიდი სლემის” რიგით მეორე ტურნირის – საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა სია, რომლებიც პირდაპირ მოხვდებიან ძირითად ბადეში.

104-კაციან ჩამონათვალშია ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-80 ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში. ამ სიაში მოხვედრა იმას ნიშნავს, რომ ქართველს არ მოუწევს კვალიფიკაციაში თამაში.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ბასილაშვილმა “როლან გაროსზე” ორი წრე გაიარა, მაგრამ მერვედფინალში გადასასვლელი შეხვედრა წააგო მომავალ ჩემპიონთან რაფაელ ნადალთან.
მამაკაცთა რეიტინგის TOP30-დან მხოლოდ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი არ ჩავა პარიზში, რადგან მან გრუნტის სეზონის გამოტოვება გადაწყვიტა. სამაგიეროდ, ითამაშებენ ბრიტანელი ენდი მარეი და შვეიცარიელი სტენ ვავრინკა, რომლებმაც ტრავმის გამო, რამდენიმე თვე გამოტოვეს.