ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა - ქართველი მსოფლიოს 132-ე ნომერია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში დაქვეითდა - ქართველი მსოფლიოს 132-ე ნომერია #1TVSPORT

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში (ATP) ნიკოლოზ ბასილაშვილი 14 ადგილით დაქვეითდა. დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში ქართველი 132-ე ადგილს იკავებს 446 ქულით.

2015 წლის ივნისის შემდეგ ბასილაშვილი რეიტინგში ასეთ დაბალ პოზიციაზე არ ყოფილა, მაშინ ის 153-ე ადგილს იკავებდა.

გამომდინარე რეიტინგიდან, მაიამის მასტერსზე ქართველ ჩოგბურთელი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა და ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, სადაც მე-16 ნომრადაა განთესილი, ხოლო მისი მეტოქე პირველ წრეში 25 წლის ბრაზილიელი ფელიპე მელიგენი ალვეში იქნება.

მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 8 800 000 დოლარია, ხოლო ტურნირის გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.