ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათიდან მიუნხენის ტურნირში ჩაებმება #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათიდან მიუნხენის ტურნირში ჩაებმება #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათიდან მორიგ ტურნირს დაიწყებს – ეს არის ATP250 კატეგორიის ტურნირი მიუნხენში.

ძირითადი ბადის წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ბასილაშვილის პირველი მეტოქე იქნება მსოფლიოს 76-ე ჩოგანი, ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო, რომელსაც პროფესიულ ტურში ქართველის წინააღმდეგ ერთადერთი შეხვედრა მოგებული აქვს. შარშანდელ როლან გაროსზე მონტეირომ პირველ წრეში სამ სეტში მოუგო ბასილაშვილს – 7:5, 6:4, 6:2.

პირველ წრეში მოგების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე მეორე რაუნდში იტალიელ სტეფანო ტრავალიასა და ამერიკელ სებასტიან კორდას შორის მოგებულს შეხვდება.