ნიკოლოზ ბასილაშვილი ოცეულშია

16:31, 03.01.2019
SHANGHAI, CHINA - OCTOBER 10:  Nikoloz Basilashvili of Georgia hits a return against Alexander Zverev of Germany during second round of the 2018 Rolex Shanghai Masters on Day 4 at Qi Zhong Tennis Centre on October 10, 2018 in Shanghai, China.  (Photo by Lintao Zhang/Getty Images)

ბრისბენში ATP-ის საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც დღეს მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის 21-ე ჩოგანმა, ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა, იაპონელ კეი ნიშიკორისთან წააგო და საუკეთესო ოცეულის მიღმა დარჩა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის ოცეულში ოფიციალურად შევიდა, რადგან მხოლოდ ბულგარელი სპორტსმენი იყო, რომელსაც წარმატების შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელის გადასწრება შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 18.00 საათზე, დოჰას 250-იანი სერიის ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს პირველ ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება.

მსგავსი