ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორდღიანი დაპირისპირება მოუგო სლოვაკ ნორბერტ გომბოშს და მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ბასილაშვილმა საათსა და 30 წუთში 6:4, 6:4 მოიგო.

ქართველმა შესანიშნავად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – მეტოქეს მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელიც გომბოშმა ვერ გამოიყენა. ბასილაშვილმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ექვსი ქულა დათმო, მეორე ბურთზე ქულების 68 პროცენტი აიღო. თავად ნიკამ შვიდიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა,

ეს შეხვედრა პარასკევს წვიმის გამო იმ დროს შეწყდა, როცა ბასილაშვილი პირველ სეტში 5:4-ს იგებდა.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 24-ე ჩოგანი კასპერ რუუდი იქნება. ისინი პროფესიულ ტურში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.