ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

შანხაის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა.

ქართველი ჩოგბურთელი 2 სეტში დამრცხდა – 3:6 4:6.

ტურნირზე მეოთხე ნომრად განთესილი დომინიკ ტიმი მეოთხედფინალში მატეო ბერეტინის წინააღმდეგ ითამაშებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და დომინიკ ტიმი ერთმანეთს 2017 წელს ბულგარეთშიც შეხვდნენ და მატჩი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა – 6:4, 6:4.