ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველი მასტერსის ტურნირის, ინდიან ველსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი იქნება, შეხვედრა 4 მარტსაა ჩანიშნული.

ეუბენკსთან წარმატებული თამაშის შემთხვევაში, ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად, ქართველი ჩოგბურთელი სლოვაკ იოზეფ კოვალიკისსა და იაპონელ იასუტაკა უჩიამას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს ინდიან ველსის 1000-ქულიანი მასტერსის ფინალში გავიდა. მაშინ გადამწყვეტი შეხვედრა მან ბრიტანელ კამერონ ნორისთან სამ სეტში დათმო.

ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.