ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში მიმდინარე ლეს ფრანკესეს დელ ვალესის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.

მეოთხედფინალში ბასილაშვილმა ლუქსემბურგელი ალექს კნაფი ორ სეტში, 6:0, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მანამდე ქართველმა ტურნირზე ფრანგ და ესპანელ სპორტსმენებს სძლია. ეს შეჯიბრება ბასილაშვილისთვის ყველაზე წარმატებულია ოქტომბრის შემდეგ. მანამდე მას ტრავმა ჰქონდა და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.

ლეს ფრანკესეს დელ ვალესის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე ბრიტანელი ჰუსეი იქნება, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი.

ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.