ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანური ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანეთში მიმდინარე ლეს ფრანკესეს დელ ვალესის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

შეჯიბრების მერვედფინალში ბასილაშვილმა ესპანელი სერხიო კალეხონ ერნანდო ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა. მანამდე, ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ენცო ვალარის 6:3, 6:3 სძლია.

მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ტურნირზე მესამე ნომრად განთესილი ლუქსემბურგელი ალექს კნაფი იქნება.

ქართველ ჩოგბურთელს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული, მისი საუკეთესო შედეგი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში კი მე-16 ადგილი იყო.