ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენევის ღია პირველობას მერვედფინალში გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჟენევის ღია პირველობას მერვედფინალში გამოეთიშა #1TVSPORT

შევეიცარიაში, ჟენევაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ნიკლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში პორტუგალიელ ჟოაო სოუზას მერვედფინალში დაუპირისპირდა.

შეხვედრა პორტუგალიელი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგშიც აისახა და ჟოაო სოუზამ ბასილაშვილი ორ სეტში (4:6, 3:6) დაამარცხა.

ჟენევის ღია პირველობის მერვედფინალური საგზური ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელ ფაკუნდო ბანისთან გამარჯვებით მოიპოვა, ჟოაო სოუზამ კი ესპანელ პაბლო ანდუხარს სძლია.