ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე ბაკში მანამას ჩელენჯერს პირველივე წრეში გამოეთიშნენ #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე ბაკში მანამას ჩელენჯერს პირველივე წრეში გამოეთიშნენ #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელები ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე ბაკში ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

ბასილაშვილი 27 წლის ნორვეგიელს, მსოფლიოს 295-ე ნომერ ვიქტორ დურასოვიჩს შეხვდა და სამ სეტში, 3:6, 6:3, 6:7 დამარცხდა, ხოლო ბაკშის ორ სეტში ჰონ კონგის წარმომადგენელმა ჩაკ ლამ კოლემან ვონგმა ორ სეტში, 5:7, 5:7 სძლია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე ძირითადი ეტაპიდან ჩაერთო, ხოლო ალექსანდრე ბაკში მანამას ჩელენჯერის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ მოხვდა.