ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT

14:59, 18.09.2025

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

შეჯიბრების მეთექვსმეტედფინალში ბასილაშვილმა ბრიტანელი ბილი ჰარისი ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა. ამ მეტოქესთან ქართველი ორი წლის წინ ბერგამოს ჩელენჯერზე დამარცხდა.

მერვედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება.

ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი