ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი ორ სეტში, 6:2, 7:6 (7:4) დაამარცხა და ჩინეთის ქალაქ ჩენდუში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
აქამდე ქართველსა და ამერიკელს შორის ოთხი დაპირისპირება შედგა და ყველა მაკდონალდმა მოიგო, თუმცა ჩენდუს ATP-ის მერვედფინალში ბასილაშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მის ანგარიშზე 14 ეისი იყო და არცერთხელ დაუკარგავს საკუთარი ჩაწოდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მეოთხედფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი იტალიელი ლორენცო მუზეტი იქნება, რომელსაც 2025 წლის უიმბლდონზე ოთხ სეტში მოუგო.
ამჟამად 33 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილზეა.