ნიკოლოზ ბასილაშვილი ბილი ჰარისთან დამარცხდა და ბერგამოს ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბილი ჰარისთან დამარცხდა და ბერგამოს ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ გავიდა. საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ ბილი ჰარისთან ორ სეტში, 5:7, 1:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა გუშინ, 29 ოქტომბერს თებერვლის შემდეგ პირველი შეხვედრა მოიგო. ბერგამოს ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მან ლიბანელ ჰადი ჰაბიბის სძლია. რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ჰარისთან ნიკოლოზს პირველ სეტში, 4:5-ზე სამმაგი ბრეიქ პოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი თავისი ჩაწოდებაც დაკარგა.

მეორე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა, მსოფლიოს 234-ე ნომერმა, ბილი ჰარისმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და სეტის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად პროფესიონალ ჩოგბურთელთა კლასიფიკაციაში 347-ე ადგილს იკავებს.