ნიკოლოზ ბასილაშვილი ბაშტადის ტურნირის მერვედფინალშია #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთში, ქალაქ ბაშტადში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/16-ფინალურ ეტაპზე ბრიტანელი იან ჩოინსკი ორ სეტში – 6:4, 7:6 (7:4) დაამარცხა.
საათსა და 47 წუთს გაგრძელებულ მატჩში ბასილაშვილმა 5 ეისი შეასრულა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ჩოინსკის ანგარიშზე 6 მოუგერიებელი ჩაწოდება (ეისი) და ერთი ორმაგი შეცდომა იყო.
რაც შეეხება მერვედფინალს, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე არგენტინელი ტიაგო აგუსტინ ტირანტე იქნება. ტირანტე მსოფლიო კლასიფიკაციაში 61-ე პოზიციას იკავებს, თავად ბასილაშვილი კი ამჟამად რეიტინგის 135-ე ჩოგანია.