ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს.
ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს სამი შეხვედრის მოგება დასჭირდება.
ამჟამად ნიკოლოზი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 208-ე ადგილზეა. მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილი იყო.
ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი მელბურნში 6 იანვარს დაიწყება.