ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ რეიტინგში ერთი ადგილით ქვემოთ ჩამოვიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ რეიტინგში ერთი ადგილით ქვემოთ ჩამოვიდა

ცინცინატის „მასტერსის“ შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) რეიტინგი განაახლა, რომელშიც ერთი ადგილი დაკარგა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ცინცინატიში პირველი წრე წააგო რუს ანდრეი რუბლიოვთან. მართალია, ბასილაშვილს სარეიტინგო ქულები არ დაკლებია, მაგრამ მაინც დაქვეითდა, რადგან ცინცინატის ფინალში გასვლით ბელგიელი დავიდ გოფენი მე-19 ადგილიდან მე-15-ზე გადავიდა. სწორედ ამის გამო, ახლა ბასილაშვილი მე-18 პოზიციაზეა კლასიფიკაციაში.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ მთავარი ცვლილება ის არის, რომ რუსმა დანიილ მედვედევმა კარიერაში პირველად შეაღწია ტოპ-ხუთეულში. ამგვარი პროგრესი მან ცინცინატის „მასტერსის“ მოგებით განიცადა. რუსმა ფინალში ორ სეტში მოუგო დავიდ გოფენს – 7:6(3), 6:4.

ასევე კარიერაში პირველად მოხვდა ტოპ-ათეულში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი.

ATP. TOP10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11 685

2(2). ნადალი (ესპანეთი) – 7 945

3(3). ფედერერი (შვეიცარია) – 6 950

4(4). ტიმი (ავსტრია) – 4 925

5(8). მედვედევი (რუსეთი) – 4 195

6(6). ა. ზვერევი (გერმანია) – 4 005

7(5). ნიშიკორი (იაპონია) – 4 005

8(7). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 455

9(9). ხაჩანოვი (რუსეთი) – 2 890

10(11). ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 2 575