ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის სეზონს ბრისბენის ტურნირზე გამოსვლით დაიწყებს #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის სეზონს ბრისბენის ტურნირზე გამოსვლით დაიწყებს #1TVSPORT

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის სეზონს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დაიწყებს, სადაც წლის ერთ-ერთი პირველი შეჯიბრება გაიმართება.

ქართველ ჩოგბურთელს ტურნირის ორგანიზატორებმა ე.წ. „ველური ბარათი“ გადასცეს, რაც მას საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის უფლებას მისცემს. ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება.

ბრისბენის ტურნირის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩიც.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასევე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.