ნიკოლო სკირას ინფორმაციით, პსჟ და „ბორნმუთი“ ილია ზაბარნის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან #1TVSPORT
უკრაინელი ცენტრალური მცველი ილია ზაბარნი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლასთან ახლოსაა. იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ცნობით, „ბორნმუთის“ ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტის დეტალები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან უკვე შეათანხმა, ასევე ახლოსაა კლუბებს შორის შეთანხმებაც.
წყაროს თქმით, ზაბარნი პარიზულ კლუბთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს. „პარი სენ-ჟერმენი“ მას გრძელვადიანი პროექტის ნაწილად განიხილავს.
22 წლის უკრაინელმა გასულ სეზონში „ბორნმუთის“ რიგებში 39 შეხვედრა ჩაატარა და ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეული მცველი გახლდათ.
ზაბარნი ინგლისურ კლუბს 2023 წლის იანვარში შეუერთდა, მისი მიმდინარე საბაზრო ღირებულება კი, Transfermarkt-ის მიხედვით, 42 მილიონ ევროს შეადგენს.