ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „გალათასარაი“ ოსიმენის თაობაზე „ნაპოლისთვის“ ახალ სატრანსფერო წინადადებას ამზადებს #1TVSPORT
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „გალათასარაი“ ოსიმენის თაობაზე „ნაპოლისთვის“ ახალ სატრანსფერო წინადადებას ამზადებს #1TVSPORT

„გალათასარაი“ მზადაა, ვიქტორ ოსიმენის თაობაზე „ნაპოლის“ ახალი სატრანსფერო წინადადებით მიმართოს მას შემდეგ, რაც იტალიურმა კლუბმა შეთავაზებულ 70 მილიონ ევროზე უარი თქვა, – ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, თურქული კლუბი დანებებას არ აპირებს, ვინაიდან ოსიმენს მომავალი სეზონისთვის გუნდის საკვანძო ფიგურად მიიჩნევენ.

გასული სეზონი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა „გალათასარაიში“ იჯარის წესით გაატარა. თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 შეხვედრაში მან 26 გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

იტალიური მედია იმის შესახებაც წერს, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ დათმობს.