ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ბარსელონამ“ ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო #1TVSPORT
„ბარსელონა“ პოლონელ მეკარესთან, ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ესპანური ფეხბურთის გრანდმა 34 წლის პოლონელი მეკარე მას შემდეგ დაიმატა, რაც გუნდის ძირითადმა მეკარემ, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო.
„ბარსელონაში“ ჩარიცხვამდე შესნის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ესპანური კლუბის წინადადებაზე უარი არ უთქვამს.
მოქმედი ხელშეკრულება შესნისა და „ბარსელონას“ შორის 2025 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული.