ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ბარსელონა“ ბერნარდუ სილვას დამატებასთან ახლოს არის #1TVSPORT
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „ბარსელონა“ ბერნარდუ სილვას დამატებასთან ახლოს არის #1TVSPORT

ენტონი გორდონის შემდეგ „ბარსელონას“ ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ბერნარდუ სილვა გახდება, – ინფორმაციას იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო ამბების ექსპერტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

სკირას განცხადებით, 31 წლის მოთამაშე ესპანურ გრანდთან ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება კონტრაქტის დამატებით ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ივნისის მიწურულს სილვა თავისუფალი აგენტი ხდება, შესაბამისად, „ბარსელონა“ მის დამატებას სრულიად უფასოდ შეძლებს.

პორტუგალიელის ტრანსფერის პარალელურად, კლუბი ხულიან ალვარესის შეძენაზეც აქტიურად მუშაობს. კლუბის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს, არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დახუროს.

ბერნარდუ სილვა „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან ინგლისური გუნდის მაისურით 460 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 76 გატანილი გოლითა და 77 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.