ნიკოლო ფაჯოლის არალეგალური ბუკმეიკერების 3 მილიონი ვალი დაუგროვდა - ფეხების მოტეხვით მემუქრებოდნენ #1TVSPORT
ნიკოლო ფაჯოლის არალეგალური ბუკმეიკერების 3 მილიონი ვალი დაუგროვდა - ფეხების მოტეხვით მემუქრებოდნენ #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ იტალიის პროკურატურაში დაკითხვისას ილაპარაკა იმ ვალების შესახებ, რომელიც არალეგალური ფსონებისას დაუგროვდა.

„ძალიან დიდი ვალი დამიგროვდა. ერთ-ერთი არალეგალური ბუკმეიკერის ვალი მქონდა 110 ათასი ევროს ოდენობით, კიდევ 1.5 მილიონი – მეორის, 1,3 მილიონი – მესამის.

ჩემი ვალები იზრდებოდა და გადაუხდელობის შემთხვევაში, ფეხების მოტეხვით მემუქრებოდნენ.

ვფიქრობდი, რომ მხოლოდ იმის გამო ვთამაშობდი, რათა ვალები გამესტუმრებინა.

„იუვენტუსში“ ჩემმა პარტნიორებმა არაფერი იცოდნენ ჩემი ფსონების შესახებ. ერთხელ თანაგუნდელს 40 ათასი ევრო ვთხოვე – ვუთხარი, რომ საათის ყიდვა მინდოდა, დედამ კი ჩემი ანგარიში დაბლოკა.

რადუ დრეგუშინმა 2022 წლის ოქტომბერში მასესხა 40 ათასი ევრო. ამ ფულით მილანში Rolex-ის საათი შევიძინე, რათა ვალის ნაწილი დამეფარა.

ხანდახან არალეგალურ ბუკმეიკერებს თავად მოჰქონდათ საათები იუველირებისგან, ხანდახან მე მიმქონდა მათთვის“, – მოჰყავს „იუვენტუსის“ ფეხბურთელის სიტყვები გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ ფაჯოლი დამნაშავედ სცნეს საფეხბურთო მატჩებზე ფსონებში და 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.