ნიკოლო ძანიოლომ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა
ნიკოლო ძანიოლომ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა

„რომას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას მძიმე ტრავმა მიიღო. მან ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

21 წლის ფეხბურთელს რომის ერთ-ერთი კლინიკაში 9 სექტემბერს ჩაუტარდება ოპერაცია.

ძანიოლომ პირველად ანალოგიური ტრავმა 2020 წლის 12 იანვარს მიიღო „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მატჩში. ნახევარმცველი ვარჯიშებს ივლისში დაუბრუნდა.

2019-20 წლების სეზონში ძანიოლომ 33 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.