ნიკოლე რუბანოვიჩი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ნიკოლე რუბანოვიჩი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

პოლონეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი ძალოსნები ისრაელის ნაკრების წევრს, ნიკოლე რუბანოვიჩის ქომაგობდნენ.

75 კგ. წონით კატეგორიაში 20 წლის ებრაელი გოგონა, ამ პირველობისთვის საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა, გიორგი ასანიძემ და გია ცირეკიძემ მოამზადეს.

ნიკოლე რუბანოვიჩმა ატაცში 97 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში კი 112 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ნიკოლე რუბანოვიჩი 209 კგ-ით ორჭიდშის ჯამში მესამე ადგილზე გავიდა.