ნიკოლას მადურო - კოლუმბია და აშშ-ი ჩვენს საზღვარზე პროვოკაციისთვის ემზადებიან
ნიკოლას მადურო - კოლუმბია და აშშ-ი ჩვენს საზღვარზე პროვოკაციისთვის ემზადებიან

ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ კოლუმბია და აშშ-ი ვენესუელის საზღვარზე პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან. ეს განცხადება მან 29 ნოემბერს ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„დაგეგმილია პროვოკაცია, რომლის მიზანია კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკეს წინააღმდეგ მიმართული სახალხო ამბოხიდან ყურადღების სხვა თემებზე გადატანა. პროვოკაციის მზადების გამო ვენესუელის შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი“, – განაცხადა მადურომ.

ვენესუელაში სიტუაცია იანვრის შემდეგ დაძაბულია. საპროტესტო აქციების ფონზე აშშ-მა, ევროკავშირმა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციონერი ხუან გუაიდო აღიარეს.