ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზად არის
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზად არის

ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მისი მთავრობა პოტენციური შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზად არის. ამ მიზნით ვენესუელის არმია 10 თებერვალს სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ვარჯიშები ხუთი დღე გაგრძელდება.

პრესკონფერენციის დროს ნიკოლას მადურომ მთავარ ოპონენტს, ხუან გუაიდოს დიალოგი შესთავაზა, რომელმაც მოგვიანებით ამაზე უარი განაცხადა. გუაიდოს განმარტებით, ეს არ იქნება სამართლიანი მოლაპარაკებები. მან მადუროს დანებების შემთხვევაში ამნისტია კიდევ ერთხელ შესთავაზა.

პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოს ვენესუელის ეროვნული ასამბლეისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

26 იანვარს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საგანგებო სხდომა გაიმართება. აღნიშნულ საკითხს ვაშინგტონი საბჭოზე დააყენებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ასევე ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრებიან.