ნიკოლაი კობრინეცი - თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლებელია პროვოკაცია
ნიკოლაი კობრინეცი - თბილისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლებელია პროვოკაცია

14-15 მაისს თბილისში დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლებელია პროვოკაცია, – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნიკოლაი კობრინეცმა გააკეთა.

„საქართველოში არის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მიხედვითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე ჩასვლა კანონდარღვევად ითვლება. თავისუფლების აღკვეთითაც კი ისჯება ოთხ წლამდე“, – განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში კობრინეცმა.

კობრინეცის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სწორედ ამ კანონის გამოყენებას ითხოვს ევროპის საბჭოს ღონისძიებებზე.