ნიკოლა იოკიჩმა შეიძლება ევრობასკეტზე ითამაშოს #1TVSPORT
ნიკოლა იოკიჩმა შეიძლება ევრობასკეტზე ითამაშოს #1TVSPORT

„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა, შესაძლოა, სერბეთის ნაკრების რიგებში 2022 წლის ევრობასკეტზე ითამაშოს, რომელიც 1-18 სექტემბერს გაიმართება.

როგორც სერბული გამიცემა Nova წერს, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სვეტისლავ პეშიჩი ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვდა კალათბურთელს და განიხილა მასთან კონტინენტის პირველობაზე გამოსვლის შესაძლებლობა.

ასევე სერბულ პრესაში დაიწერა, რომ იოკიჩი აპირებს თანხების ინვესტირებას მშობლიურ ქალაქ სომბორში სპორტული ბაზის აღსადგენად, რათა ნაკრებმა შეძლოს იქ ევრობასკეტისთვის მომზადება.

შეგახსენებთ, რომ იოკიჩი ამ სეზონში ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ის უძვირფასესი მოთამაშე (MVP).