ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მატჩში უნიკალური რეკორდი დაამყარა „დენვერის“ ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა.
„დენვერმა“ საკუთარ მოედანზე ოვერტაიმში დაამარცხა „ფინიქსი“ – 149:141.
„ნაგეტსის“ რიგებში სამმაგი დუბლი შეასრულა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა – 31 ქულა, 21 მოხსნა და 22 შედეგიანი გადაცემა. შესაბამისად, სერბი გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, ვინც ერთ თამაშში დააგროვა მინიმუმ 30 ქულა, 20 მოხსნა და 20 შედეგიანი გადაცემა.