ნიკოლა იოკიჩი - სამწუხაროდ, სწრაფად სირბილს ვერ ვახერხებ
ნიკოლა იოკიჩი - სამწუხაროდ, სწრაფად სირბილს ვერ ვახერხებ

„დენვერმა“ „იუტასთან“ მოტრიალებული ბრწყინვალე სერიის შემდეგ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ლოს ანჯელეს „კლიპერსთან“ წაგებული პირველი მატჩის შემდეგ წონასწორობა აღადგინა და სერიაში ანგარიში ერთით ერთი გახადა.

დენვერელებს 27 ქულით ჯამალ მიურეიმ ულიდერა. ნიკოლა იოკიჩმა კი 26 ქულითა და 18 მოხსნით შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სერბ სპორტსმენს ჰკითხა თუ რატომ არ თამაშობს ის ასე აქტიურად ყოველი შეხვედრისას. ნიკოლამ მედიის წარმომადგენელს ასე უპასუხა

„სამწუხაროდ მე სწრაფად სირბილი არ შემიძლია. ლიგაში ძალიან ბევრი მაღალი დონის ათლეტი ასპარეზობს. მე ჩემი პლიუსები გამაჩნია და ვცდილობ რომ თამაშში ჩემი ტექნიკისა და უნარების ხარჯზე მივაღწიო წარმატებას და გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე.“

შეგახსენებთ, რომ „დენვერისა“ და „კლიპერსის“ რიგით მესამე მატჩი ორლანდოში ხვალ, რვა სექტემბერს, დილის 05:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი