ნიკოლა იოკიჩი MVP-ის პრიზის რეიტინგში ახალი ლიდერი გახდა #1TVSPORT
ნიკოლა იოკიჩი MVP-ის პრიზის რეიტინგში ახალი ლიდერი გახდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზზე პრეტენდენტთა მორიგი რეიტინგი.

პირველ ადგილზე გადავიდა „დენვერის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი. მან გაუსწრო „მილუოკის“ ფორვარდს იანის ანტენტოკუნმპოს, რომელიც დიდი ხანი ინარჩუნებდა ლიდერობას.

იოკიჩმა ბოლო მატჩებში ზედიზედ ოთხი სამმაგი დუბლი შეასრულა. ის სეზონის ლიდერია სამმაგი დუბლების რაოდენობით.

რეიტინგში ადგილები გაცვალეს „ფილადელფიას“ ცენტრმა ჯოელ ემბიდმა და „ბრუკლინის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა. ახლა ისინი, შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან.

ერთი საფეხურით დაქვეითდა და მეათე ადგილზეა „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი.