ნიკოლა იოკიჩი ახალ სეზონში MVP-ის პრიზის მთავარი ფავორიტი იქნება #1TVSPORT
ბუკმეიკერებს მიაჩნიათ, რომ ნიკოლა იოკიჩი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025-26 წლების სეზონში უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზს მიიღებს.
„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი მთავარი ფავორიტია კოეფიციენტით – 3.10. მეორე ადგილზეა შეი გილჯეს-ალექსანდერი (3.50) „ოკლაჰომადან“. დასრულებულ სეზონში კანადელი რეგულარული სეზონისა და ფინალური სერიის MVP გახდა.
NBA-ის მომავალი სეზონის ფავორიტები MVP-ის პრიზზე:
- ნიკოლა იოკიჩი – 3.10
- შეი გილჯეს-ალექსანდერი – 3.50
- ლუკა დონჩიჩი – 8.50
- იანის ანტენტოკუნმპო – 9.00
- ენტონი ედვარდსი – 13.00
- ვიქტორ ვემბანიამა – 15.00
- ჯეილენ ბრანსონი – 33.00