ნიკოლა იოკიჩი 2020-21 წლების სეზონის MVP გახდა #1TVSPORT
ნიკოლა იოკიჩი 2020-21 წლების სეზონის MVP გახდა #1TVSPORT

„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის უძვირფასესი (MVP) მოთამაშე გახდა. სერბ კალათბურთელთან ერთად, „დენვერი“ მესამე ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში.

მთავარ ნომინაციაში იოკიჩმა აჯობა „ფილადელფიას“ ცენტრს ჯოელ ემბიდსა და „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელს სტეფ კარის.

MVP-ის სტატუსის წყალობით, იოკიჩმა მიიღო შესაძლებლობა – 2022 ან 2023 წლის ზაფხულში გააფორმოს მაქსიმალური კონტრაქტი 241 მილიონ დოლარზე. ამ ზაფხულს სერბი კალათბურთელი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, რადგან კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, მას ერთი წელია აკლია საჭირო სტაჟის მისაღწევად.

იოკიჩი მესამე ევროპელი კალათბურთელია გერმანელი დირკ ნოვიცკისა და ბერძენი იანის ანტენტიკუნმპოს შემდეგ, ვინც ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული პრიზი მოიპოვა, სერბმა რეგულარულ სეზონში 72 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 26.4 ქულა, 10.8 მოხსნა და 8.3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.