ნიკოლა ბატუმმა NBA-ში 18 სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ფრანგმა ფორვარდმა ნიკოლა ბატუმმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 18 წელი გაატარა და „პორტლენდში“, „შარლოტში“, „ფილადელფიასა“ და „კლიპერსში“ ითამაშა.
ბატუმის საუკეთესო სეზონი 2016-17 წლებში იყო „შარლოტის“ შემადგენლობაში, როცა ის საშუალოდ 15. ქულას, 6.2 მოხსნასა და 5.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. სულ ფრანგმა NBA-ის რეგულარულ სეზონში 1205 მატჩი ჩაატარა.
ნიკოლა ბატუმი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. ეროვნულ გუნდთან ერთად მან მოიპოვა ორი ოლიმპიური ვერცხლი, მსოფლიო ჩემპიონატის ორი ბრინჯაო, აგრეთვე ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევრობასკეტზე.