ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირება იყო, რაზეც გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ანგელა მერკელს სთხოვა, შეაკავოს თურქეთის დესტაბილიზაციური პოზიცია.