ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში „რევოლუციის მეორე ეტაპის“ დაწყების შესახებ განაცხადა
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში „რევოლუციის მეორე ეტაპის“ დაწყების შესახებ განაცხადა

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში „რევოლუციის მეორე ეტაპის“ დაწყება გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 20 მაისიდან საერთო ეროვნულ მხარდაჭერას ელოდება.

სომხეთის მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას დილის 08:30 საათიდან სასამართლოების შენობების შესასვლელების და გასასვლელების ბლოკირებისკენ მოუწოდა.

აქციაზე ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ადგილობრივი დროით შუადღის 12:00 საათიდან გადაიცემა.