ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერისა და ექვსი მინისტრის დანიშვნა შესთავაზა
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერისა და ექვსი მინისტრის დანიშვნა შესთავაზა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს ვიცე-პრემიერად მჰერ გრიგორიანის დანიშვნა შესთავაზა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.am პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, ფაშინიანმა კიდევ ექვსი მინისტრის დანიშვნა შესთავაზა სარქისიანს. ესენი არიან ჯანდაცვის მინისტრად ანაიტ ავანესიანის, საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრად ანდრანიკ პილოიანის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ვაჰრამ დუმანიანის, ეკონომიკის მინისტრად ვაან ქერობიანის, ფინანსთა მინისტრად ტიგრან ხაჩატრიანის, ხოლო იუსტიციის მინისტრად კარენ ანდრეასიანის კანდიდატურები.