ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს გენშტაბის უფროსის გათავისუფლების მოთხოვნით კვლავ მიმართა და მისი თანამდებობიდან გადაყენების განკარგულების პროექტი ისევ გაუგზავნა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ადგილობრი მედიის ცნობით, ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, განკარგულების პროექტი პრემიერის აპარატში დაებრუნებინა, არსებული ვითარების მოგვარებას არ ეხმარება.

„დადგენილი პროცედურის შესაბამისად, რესპუბლიკის პრეზიდენტს მე კვლავ ვუგზავნი შუამდგომლობას გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმის მოლოდინით, რომ დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მას ხელი მოეწერება. დანარჩენი, როგორც ჩვენ შევთანხმდით გასულ დღეს რესპუბლიკის მოედანზე“, – დაწერა ფაშინიანმა.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ განკარგულების პროექტი 27 თებერვალს ხელმოწერის გარეშე დააბრუნა. ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად, თუ კომპეტენტური ორგანო არ იღებს ამ წინააღმდეგობას, მაშინ რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელს აწერს შესაბამის აქტს ან მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. რესპუბლიკის პრეზიდენტი თუ არ შეასრულებს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ შესაბამისი აქტი ძალაში შევა.