ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ქალაქ ვანაძორში აქცია გამართა [ფოტო]

19:40, 28.04.2018

ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად ქალაქ ვანაძორში აქცია გამართა.

ფაშინიანმა ხალხს მოუწოდა, არ დანებდნენ და „რესპუბლიკური პარტიის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.

ოპოზიციის ლიდერმა დღეს აქცია მშობლიურ ქალაქ იჯევანშიც გამართა. 

ფაშინიანის განცხადებით, ხვალ ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს.

    

მსგავსი