ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.