ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ცერემონიაში საპატიო ყარაული მონაწილეობდა.

სომხეთის დელეგაციას გმირთა მოედანზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.