ნიკოლ ფაშინიანის თქმით, იძულებული იქნებიან, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრონ
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, იძულებული იქნებიან, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრონ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ იძულებული იქნებიან, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები გაამკაცრონ.

სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით ისინი „მსოფლიო ანტირეკორდებს“ ამყარებენ. მისი თქმით, ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულების რაოდენობით, სომხეთი მსოფლიოში ლიდერ სახელმწიფოებს შორისაა.

„ეს ყველა ჩვენგანის დიდი პრობლემაა. არსებული სიტუაციის გააზრება არ ხდება და არ არის შესაბამისი განწყობა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, არსებულ ვითარებაში სომხეთში მოსახლეობა ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ეს არ ხდება.

დატოვე კომენტარი