სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა აკოპიანი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ პანიკას.
„როგორც ჩვენი სამხედროები, ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციებზე. ეჭვი არ შეგეპაროთ. ჩვენ არ გვაქვს მტრისთვის დასათმობი სამშობლო“, – წერს ანა აკოპიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“.