ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთმა დაარწმუნა ერევანი, რომ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, თუ სომხეთის ტერიტორიზე დარტყმა განხორიელდება. ამის შესახებ ფაშინიანმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობს შეთანხმების ბაზა, ამ შეთანხმებებში გაწერილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას პირდაპირი საფრთხე თუ დაემუქრება, რუსეთმა უნდა შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით უკვე ოთხჯერ ესაუბრა. „ბიბისის“ ჟურნალისტმა ჯონაჰ ფიშერმა სომხეთის პრემიერს ჰკითხა, დაადასტურა თუ არა ვლადიმერ პუტინმა საუბრის დროს ვალდებულება, რომ სომხეთი მიიღებს რუსეთის სამხედრო დახმარებას, თუ სომხეთის ტერიტორიაზე დარტყმა განხორციელდება. ფაშინიანმა ჟურნალისტს დადებითი პასუხი გასცა.

ამავე ინტერვიუში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გაერო-ს არც ერთ რეზოლუციაში არ არის ნახსენები, რომ სომხეთს რამე აქვს ოკუპირებული.

„არ არსებობს ასეთი საერთაშორისო სამართალი, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ყველა საუბრობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებზე, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცოტას თუ აქვს წაკითხული ისინი. მათში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ სომხეთს რამე აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.