ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამომავლო პროექტები განვიხილეთ

12:31, 03.03.2020

სომხეთის-პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქართველ კოლეგასთან სამომავლო პროექტები განიხილა. ამის შესახებ ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. განვიხილეთ სამომავლო პროექტები, რომლებსაც ექნება გავლენა რეგიონულ განვითარებაზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მეორედ იმყოფება.

მსგავსი